ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ მაჟორიტარები პოლიტიკურ ცხოვრებას კლავენ.
„მაჟორიტარებს შევხედოთ ვინ გყვავს, რა. ოქრიაშვილი, ხუნდაძე, ბერაია... ენზელ მკოიანი, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული. ეს მაჟორიტარები არიან ჩვეულებრივი ფეოდალები თავისი მიკრო სამყაროსი. ერთხელ ხომ შეიძლება დემოკრატიულად ჩატარდეს.. ხომ შეიძლება, ერთხელ ახალციხეს სხვა დეპუტატი ჰყავდეს? ერთხელ ბოლნისს...." - განაცხადა მშვილდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. შედეგად, მმართველი გუნდის ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.