logo
ENG



მშვილდაძე: ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საუბარი ერთმანეთის ამომრჩეველთან

09 მარ 202023:24
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელმა, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ Edison research-ის ახალ კვლევებზე ისაუბრა. მშვილდაძის თქმით კვლევებმა აჩვენა, რომ ნელნელა ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა იწევს.

ასევე მშვილდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საჭიროა, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა საუბარი ერთმანეთის კანდიდატებთან გააგრძელონ.

 „რაც ჩანს ამ კვლევაში არის დინამიკა, საით იქნება დინამიკა, ანუ საით იქნება ზრდა, ვინ გაძლიერდება მომავალში და ვისი პოზიციები ნელნელა უკან იხევს. ყველაზე რთული ჩემი დაკვირვებით არის ინერციის ცვლილება. ამ კვლევებმა ეს გამოაჩინა. დინამიკა არის იგივე რაც ჩანდა ბოლო წლების განმავლობაში, ნელნელა გამოკვეთილია, რომ ხელისუფლება ნელნელა მცირდება ოპოზიციურ ფლანგზე ნელნელა გაძლიერება შეინიშნება. ის რომ მოსახლეობის უკმაყოფილება მუდმივად გამოკვეთილად ცხადია. ახალი საინტერესო ტენდენცია რაც არის, გამოჩნდა როგორ მისცემენ ერთმანეთის კანდიდატებს ოპოზიციური კანდიდატები ხმას. ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საუბარი ერთმანეთის ამომრჩეველთან“,-განაცხადა მიშა მშვილდაძემ.


close დახურვა