logo
ENG



მხნედ არის და თავს კარგად გრძნობს - უგულავა ციხეში მეუფე მელქისედეკ დიაკონიძემ მოინახულა

20 თებ 202008:10
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ყოფილი მერი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში მეუფე მელქისედეკ დიაკონიძემ მოინახულა.

როგორც მეუფემ განაცხადა, გიგი უგულავა თავს კარგად გრძნობს.

სასულიერო პირის განმარტებით მას და უგულავას პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ ჰქონიათ.

„გიგი ძალიან კარგად გრძნობს თავს. მხნედ არის. ვარჯიშობს თან და ბევრს კითხულობს. როდესაც შევდივარ, ყოველთვის მაბარებს, რომ ნაცნობებს და ახლობლებს მოკითხვა გადავცე“, - განაცხადა სასულიერო პირმა.  

შეგახსენებთ, რომ უგულავა უკვე მესამედ, 10 თებერვალს დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ ის თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.  

 

 


close დახურვა