logo
ENG



მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა - რეფორმები ჯანდაცვაში

28 ოქტ 201914:27
3 წუთის საკითხავი
 
tivsdegywtu9t0y.png

„მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ - ამ სახელწოდებით პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრმა გამართა. პრეზენტაციაზე ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა. რეფორმები დაფინანსების ახალ სისტემას, პირველადი ჯანდაცვის სისტემასა და სხვა საკითხებს ეხება. ტიკარაძის თქმით, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება

„ის რაც დღეს ჩვენს პრეზენტაციაზე გაჟღერდა ეს სავსებით არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ფასწარმოქმნის სისტემა და ყველა ჯანდაცვის ობიექტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მსგავსად რეგულირდება. ეს იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ შეძლოს მართოს ხარისხი და იყოს ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია“-განაცხადა ეკატერინე ტიკარიძემ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის აკაკი ზოიძის თქმით, პარლამენტი სამინისტროსთან ერთად მნიშვნელოვან თემებზე მუშაობს, მისივე თქმით მათთვის პრიორიტეტი მედიკამენტებზე მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ დღეს თემატური მოკვლევის შედეგები, სადაც ძალიან სერიოზული მუშაობა მიდიოდა ამ მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ სამინისტროსთან ერთად. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისათვის ძირითადი პრიორიტეტი, ხარისხიან მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 


close დახურვა