logo
ENG



ნადირაშვილი: ქალბატონო სოფიო, ნუ აყვედრით ხელფასებს ამ ადამიანებს - გაქვთ ნიჭი და მალე ამოიღებთ

22 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა მოუწოდა მმართველი პარტიის წევრებს, ნუ უსვამენ ხაზს ხელფასების ფონდში გადარიცხვას - მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები პრემიების სახით მაინც მალე ამოიღებენ ამ თანხას, ხოლო გეგმა არ იქნება ადამიანებზე ორიენტირებული.

„ქალბატონო სოფიო, ნუ აყვედრით ხელფასებს ამ ადამიანებს - გაქვთ ნიჭი და მალე ამოიღებთ, როგორც ადრე გქონიათ. აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰგონია პარლამენტი მისი სანოტარო კანტორაა. არ ველოდები, რომ თქვენი გეგმა იქნება რეალური დახმარება ხალხისადმი, ვინც დაკარგა სამსახური და ძლივს გააქვს დღიდან დღემდე თავი", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საგანგებოს გაგრძელების მომხრე 97 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 10.

ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნაწილმა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ხელისუფლების ოპონენტებმა აღნიშნეს, მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს და ამის გამო, საგანგებოს გაგრძელება მათთვის მიუღებელია.


close დახურვა