logo
ENG



ნავალნის ექიმი: ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს

18 აპრ 202113:20
3 წუთის საკითხავი
 

ალექსეი ნავალნის ექიმი, იაროსლავ აშიხმინი ამბობს, რომ ციხეში რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს. 

"სისხლში კალიუმის დონე 7.1 მმოლ/ლ-ია და ეს ძალიან ბევრია. კრეატინის დონე 50%-ზე მეტით არის გაზრდილი, შარდმჟავა მეტია 800 მმოლ/ლ-ზე, ეს შეიძლება თირკმლის პროგრესირებად უკმარისობაზე მიანიშნებდეს. კალიუმის ასეთი დონის მქონე პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უნდა მოთვსდეს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს ფატალური არითმია, ასევე გულის გაჩერება ან სიკვდილი". - აცხადებს ის. 

ასევე, ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა ალექსეი ნავალნის ცოლმა, იულია ნავალნაიამ და თქვა, რომ მისმა ქმარმა კიდევ უფრო მეტად დაიკლო წონაში. 

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა.

რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს.  

მანამდე ის ბერლინში იყო, სადაც 5 თვით ადრე, ნოვიჩკით მოწამვლის შემდეგ, სამკურნალოდ გადაიყვანეს. 


close დახურვა