logo
ENG



ნათელაშვილი:მთავრობა ყოველ ღამე კაზინოებში ზის და ხალხისგან მოპარულ ფულს ათეთრებს

01 დეკ 201922:28
3 წუთის საკითხავი
 
51hg8qsc5cjfgu5.jpg

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მთავრობა ყოველ ღამე კაზინოებში ზის და ხალხისგან მოპარულ ფულს ათეთრებს. როგორც პოლიტიკოსმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, მთელი ოპოზიციის გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ხალხში "ივანიშვილის მოშორების მოთხოვნა გადამწიფებულია".

„გუშინდელი შეხვედრა იყო პირველ რიგში ხალხის გამარჯვება, რადგან ივანიშვილი და ხელისუფლება უარს ამბობდა მოლაპარაკებაზე. მინდა გავაფრთხილო ნარკოტიკებში ჩამხრჩვალი ბიძინას გარემოცვა, შედით კაზინოში, მთელი მთავრობა იქ ზის, ყოველ ღამე, იქ მიდიან და ჩვენგან მოპარულ ფულს ახურდავებენ, მერე ირიცხება ოფშორებში, ბიძინას ანგარიშებზე. კარი დაიხურება მაშინ, როცა პანჩურით გავყრით ამათ, ოღონდ კარი დაიხურება არა ისტორიის, არამედ გლდანის ციხის. მთელი ოპოზიცია, ყველა რომ ერთად დაჯდა, ეს იმის ნიშანია, რომ საზოგადოებაში გადამწიფებულია მოთხოვნა ივანიშვილის მოშორების. გარდა ამისა ეს იმის ნიშანია, რომ ივანიშლმა გააუქმა მრავალპარტიულობა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

 


close დახურვა