ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოში სასტუმროებისა და აუზების შესყიდვის ინიციატივას ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, ტრადიციულად, იყიდის ამ ქონებას და წლობით არ მოახდენს მის რეაბილიტაციას.
„დარწმუნებული ვარ, წყალტუბოს იგივე ბედი ელის, რაც სხვა პროექტებს - ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, უფასოდ იღებს ქონებას სახელმწიფოსგან, რომელიც მიტაცებული აქვს და არანაირ ინვესტიციას არ ახორციელებს და ეს პროექტები წლების მანძილზე მიგდებული რჩება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქმედებები ერის სოციალურ-ეკონომიკური გენოციდია.
„მთელი საქართველო ბიზნესად გაიფორმა, ჯიბეში ჩაიდო და ახლა იტაცებს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტ წყალტუბოს. მე ვაფრთხილებ ყველას, ვინც ხელს მოუწერს ამ ყაჩაღს - ყველა წავა ციხეში და მერე ნუ დაიწყებენ ლაპარაკს რეპრესიებსა და პოლიტიკურ სეგრეგაციაზე,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აუზის შესყიდვის შესახებ განცხადება 29 ოქტომბერს გაავრცელა.