logo
ENG



ნათელაშვილი: ივანიშვილს პუტინისგან საქართველოს მინიმუმ 3 სახელმწიფოდ დაშლა აქვს დავალებული

20 აპრ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ტახტისძირში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ნათელაშვილის თქმით, მთავრობა ოკუპანტების ქმედებების შესახებ ბოლო პერიოდში დუმდა.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის განცხადებით , ადამიანებს არ აქვთ საშუალება წინაპრების და ახლობლების საფლავები მოინახულონ, რადგან  შუაში დგანან ოკუპანტები.

„საქართველოს ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის გარიგებით ოკუპანტებთან, ტახტისძირში ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა არა ხელისუფლებამ, როგორც ეს მას ევალება, ხალხმა სანამ არ ატეხა ხმაური და სანამ არ მოხდა საზოგადოების სხვა არხებიდან ინფორმირება, ხელისუფლება დუმდა. იქ მიდიოდა აგდაღობვა, ისინი სდუმან იმიტომ, რომ ივანიშვილის უმთავრესი მისია პუტინისიგან დავალებული, მოხდეს საქართველოს საბოლოო დაშლა, მინიმუმ 3 სახელმწიფოდ, შესრულებულიყო და კრემლს ხელი არ შეშლოდა“, - აცხადებს ნათელაშვილი. 

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმ დროს დააკავეს, როცა ისინი სტუმრად პაპასთან - დათა ვანიშვილთან იმყოფებოდნენ. მისი სახლი მავთულხლართების გავლების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.  

ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ახალგაზრდა ცოლ ქმარი ცხინვალში კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ვანიშვილების ოჯახს არაოფიციალურად აცნობეს.


close დახურვა