logo
ENG



ნათელაშვილი: მოვითხოვთ ბიუჯეტის სასწრაფოდ კორექტირებას

24 მარ 202017:06
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ბიუჯეტის კორექტირების დაჩქარებას ითხოვს. პარტიაში დეტალურად განიხილავენ ბიუჯეტის იმ პუნქტებს, რომლის შემცირებაც შესაძლებელია. ნათელაშვილი მოითხოვს უმუშევრად დარჩენილებს 1000 ლარიანი კომპენსაცია დაურიგდეთ.

„დავირუსებულ ქვეყანაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მილიარდელი მეთაური უარს ამბობს გასცეს ფულადი კომპენსაციები კარანტინში მოთავსებულ მოსახლეობაზე, იმ მოტივით რომ ამის საშუალება არ აქვს. ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში აღმოვაჩინეთ ნახევარი მილიარდი, რომელიც გათვლილია მისათვისებლად ამ მთავრობის წევრთა მიერ. მოვითხოვთ სასწრაფო კორექტირებას ბიუჯეტის, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას და თითოეულ ოჯახზე ათასი ლარის დარიგებას, რათა სამუშაო დაკარგულმა ადამიანებმა შეძლონ თავის გატანა ამ კრიზისულ პერიოდში“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 


close დახურვა