logo
ENG



ნათელაშვილი კონგრესმენების წერილზე: ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული დადგა

11 ივნ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. 

ნათელაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანივილის პოლიტიკური აღსასრული დადგა. პოლიტიკოსმა მმართველ გუნდის მხარდამჭერებსაც მიმართა და მათ საქართველოსთვის მსახურთა რიგებში ჩადგომა ურჩია. 

"8 წლის წინ ჩემს მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის კონგრესში გაკეთებული დასკვნით ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პუტინის თანამოაზრედ, საქართველოს დესტაბილიზატორად და სანქცირების კანდიდატად. მივმართავ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს - ძვირფასო მეგობრები, თქვენს არჩევნებზე მისვლას ივანიშვილის მხარდასაჭერად არავითარი აზრი აღარ აქვს, ჩადექით საქართველოსათვის მებრძოლთა რიგებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ არჩევნებამდე დაიბლოკოს ოლიგარქის ყველა საბანკო ანგარიში, რათა ის ბოროტად არ იქნას გამოყენებული, ხოლო არჩევნების შემდეგ ეს მილიარდები დაუბრუნდება მის უდიდებულესობა ჩვენს ხალხს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.


close დახურვა