logo
ENG



ნათელაშვილი ოცნების მაჟორიტარებზე: თაღლითების, ზონდერების, მლიქვნელების თანავარსკვლავედი

20 ივლ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის მხრიდან წარდგენილ მაჟორიტარი კანდიდატების სიას სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა.

როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, "ქართული ოცნების" დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მმართველი გუნდის საქმე დამთავრებულია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, რომ ხელისუფლების გადაბარებაზე მუშაობა დაიწყოს.

„დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და "თავო ჩემო", კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია. ამავდროულად კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ "არ განემართების ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვლის". მმართველ გუნდს აღარ შეუძლია განახლება, ამას ადასტურებს წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები, სადაც მთელი თანავარსკვლავედია თაღლითების, ზონდერების ოლიგარქების, მლიქვნელების, მტაცებლების, კორუმპირებულების

ამიტომ, ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა, დაიწყოს ძალაუფლების გადაბარებაზე რეალური მუშაობა. ხოლო ოპოზიციამ დაიწყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები, რათა ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ არსებული ჩიხიდან“,-განაცხადა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა დღეს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სია ოფიციალურად წარადგინა.

თბილისში კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.

ქვეყნის მასშტაბით წარდგენილი კანდიდატები იხილეთ ბმულზე.

 


close დახურვა