ცოტნე გამსახურდიას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. კლინიკასთან მისულები არიან მისი ახლობლები და ასევე პოლიტიკოსები. მათ შორისაა, შალვა ნათელაშვილი, რომელიც მომხდარ ამბავს პოლიტიკას უკავშირებს.
"რასაც არ უნდა დავუკავშიროთ და რა ვერსიებიც არ უნდა განვავითაროთ, პირველი პრეზიდენტის შვილი გახდა მკვლელობის მსხვერპლი. ვერ გავექცევით პოლიტიკას, მთავარი ისაა რომ არავის უსაფრთხოება დაცული არ არის",-აღნიშნავს ნათელაშვილი.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. როგორც „ფორმულას“ თვითმხილველებმა განუცხადეს, გამსახურდიას ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა და სასწრაფოს მოსვლის დროს ის უგონოდ იმყოფებოდა.