logo
ENG



ნათია თურნავა: ალბათ მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეჩერება

28 იან 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად მიიჩნევა, ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც აუცილებელი იყო. ამასთან, საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩინეთში არსებული ეპიდემიის გავრცელების პრევენციისთვის, საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტი შემოწმდება.

„ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ალბათ მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი რეისების შეჩერება. საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ უფრო მშვიდად ვიყო,“ - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


close დახურვა