„ანაკლიის პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი,“ - ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აკეთებს. ამით ის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯესის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე თქვა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა რათა პორტისთვის ძირი გამოეთხარა.
ეკონომიკის მინისტრი ამ განცხადებას არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტენდერი ჩატარდეს მაღალ დონეზე, გაუმჭვირვალედ და დროულად, პირობები მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტორებისთვის. ანაკლიის პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. ის ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.