logo
ENG



ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს

07 ივნ 202218:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/nyo44ubh60hotcw.jpg

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს.

პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მაისში წარადგინეს.

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა. ფორმულამ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავას სებ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავება სურს. 

ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა მომავალი წლის მარტში ეწურება. 

ეროვნული საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.  საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით. 

სებნ-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნული საბჭო მისივე წევრებიდან ირჩევს და თავადვე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 


close დახურვა