logo
ENG



ნათია თურნავა ქართული წარმოების პირბადეებზე: ესაა ყველაზე მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდილი ნივთი

10 აპრ 202013:20
3 წუთის საკითხავი
 

"მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა რაც 400 ათასი პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც დიდია",- ასე გამოეხმაურა ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებულ მოთხოვნას ეკონომიკის მინისტრი. მათი თურნავას თქმით, ამოწურული მარაგები მალევე შეივსება.

"კარგია, რომ ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ აუცილებელია პირადი დაცვის საშუალებების შეძენა და ვეცდებით სწრაფად შევავსოთ ეს მარაგები. ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ვუპასუხოთ ამ მოტხოვნას ბაზარზე",-აღნიშნა თურნავამ. 

რაც შეეხება პირბადის ვიზუალურ მხარეს, მისი განმარტებით ესაა ყველაზე ლამაზი და ჯანსაღი ნივთ სხვა პირბადეებთან შედარებით.

"რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე არაა მოდული აქსესუარი. ესაა პირადი დაცვის საშუალება, რაც გვიცავს ეპიდემიისგან. გაგვიხარდება ყველას ალბათ, როცა გადავლახავთ ამ გამოწვევას და პირბადეს შევხედავთ დიზაინერულ ატრიბუტს. თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ ესაა ყველაზე მოთხოვნადი, ლამაზი და მოხდილი ნივთი, რაც მტავარია იწარმოება საქართველოში და დასაქმებულია 1000-მდე ადამიანია. ამასთან, პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ თითეული ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და შერჩეული დოლბანდი დარწმუნებულები ვართ რომ ერთ-ერთი ეფქტურია დღეს ბაზარზე არსებულ ნივთებს შორის.",-აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ფასთან დაკავშირებით კი მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაზარზე სისტემატურად ხელმისაწვდომი რომ იყოს, სახლემწიფო საწარმოებს აღნიშნულ პროცესებს უნაზღაურებს. თუ რომელიმე კომპანია უფასოდ ახორციელებს კერვას, ეს მათი კეთილი ნებაა. 

"თითეული პირბადის შეკერვა გვიჯდება ერთი ლარი და 8 თეთრი. მექანიზმი შემდეგია - სახელწმიფო ვიძენთ სამედიცინო დოლბანდს უცხოეთიდან, რაც სტრატეგიული პროდუქტია. პირველი პარტიები ჩვენ სამკერვალო კომპანიამ მოგვაწოდა უფასოდ, ანუ კერვის ღირებულება იქ არ იყო ასახული, მაგრამ ეს რომ სისტემატური ხასიათის იყოს ბაზარზე და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ იყოს, სახელწმიფო ამ თანხებს ანაზღაურებს",-აღნიშნა ნათია თურნავამ.

 


close დახურვა