logo
ENG



ნაუსედა: თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გავაძლიეროთ

26 ივნ 202311:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/7bmujbitga95h7e.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, თუ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება.

"თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელარუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და განზრახვით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება", - თქვა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

24 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა