logo
ENG



ნაცვლიშვილი: დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორები დარჩებიან ამ პროცესის მონაწილეები

30 ნოე 201917:48
3 წუთის საკითხავი
 
qzjcmgbzghgr31e.png

მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი მიუღებელია ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებიც არ ესწრებოდნენ შეხვედრას.

თავისუფალი დემოკრატების წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, მთავარი მონაპოვარი ეკუთვნის მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებს, და მისთვის გაუგებარია ის, თუ რატომ არ ესწრებოდნენ მოძრაობის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს.

„მოსალოდნელი იყო, რა თქმა უნდა, ასე დასრულება, ამაზე მეტყველებდა ის ფორმატი, რომელიც  დაიჩემა ქართულმა ოცნებამ, ძალიან უცნაური ფორმატი, რომ ოპონენტი მხარე წარმოდგენილი იყოს  საპარლამენტო ოპოზიციის და ყოფილი პარლამენტის თავმჯომარეების სახით და იმაზეც არ დათანხმდნენ, რომ იქ ყოფილიყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საპროტესტო მოძრაობის უმნიშვნელოვანესი აქტორები არიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მივცემდით ხელისულებას იმის შესაძლებლობას, რომ უარი გვეთქვა ამ სრულიად გაუმართლებელ ფორმატზე და შემდეგ ჩვენ დაგვბრალდებოდა დესტრუქციულობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

მოძრაობა „ლელოს“ სპიკერი, ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებში აქტიურად გააგრძელებენ ჩართვას საერთაშორისო პარტნიორები.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორები დარჩებიან ამ პროცესის მონაწილეები, იმიტომ რომ ეს ის ჯგუფებია, რომელთათვისაც ძალიან ღირებულია, რომ საქართველო განვითარდეს, შედგეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და ისინი, როგორც ჩვენი მოქალაქეები, აფასებენ კრიზისის სიმწვავეს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ისინი დარჩებიან ამ პროცესებში ჩართული და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ მათ გარჯას და მცდელობას, რომ პროცესები კიდევ უფრო დაძაბვისკენ არ წავიდეს. მთავარი ტვირთი რჩება ხელისუფლების მხრებზე, როგორმე უნდა ეყოთ გონი, რომ სხვებზე პასუხისმგებლობის გადაბარებით ვერ გავლენ ფონს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა