მხარდამჭერი განცხადებები იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 7-8 მარტის აქციაზე შიშველი ხელებით, ძალადობის მიუხედავად, საკუთარი შიშველი ხელებით და ერთიანობით გამოჭედეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლების მიმართ ისმოდა მხოლოდ კრიტიკა, მათ შორის იმ პარტიის წარმომადგენლების მხრიდანაც კი, რომელი პარტიის წევრიც არის ქართული ოცნება. საკუთარი თანაპარტიელები ევროპული ოჯახიდან ღიად აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს ევროპული მომავალი ააყირაოს.