logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა ავიაბილეთების თემაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

11 აპრ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 
8de4tg3lwtlenql.png

„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურას მიმართავს და ავიაბილეთების თემაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ ბილეთები შავ ბაზარზე იყიდება, რის გამოც ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი აზრით, ადგილი აქვს კორუფციას და თაღლითური სქემების ორგანიზებას. 

„როდესაც ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია ყველანაირი მიმოსვლა - საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო - ხელისუფლება ცინიკურად აცხადებს, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და იგნორირებას უკეთებს ჩვენს თხოვნას თანამშრომლობის შესახებ, უკვე მეორე კვირაა. ეს არამარტო ამორალური საქციელია, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება შესაბამის კანონმდებლობას და ატარებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნებს. დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და სხვები ბოროტად იყენებენ თანამდებობას და უგულებელყოფას უკეთებენ საკუთარი თანამოქალაქეების ინტერესებს. ჩვენ დღეს შევდივართ პროკურატურაში, რომ აღიძრას საქმე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა. 

 


close დახურვა