ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, დებატების მიზანი უნდა იყოს არა იმის ჩვენება, თუ ვინ ვის აჯობებს, არამედ ის, რომ მოქალაქეებმა "გადარჩენის გზა" დაინახონ.
"ვიცით, როგორ ვმართოთ კრიზისი. ჩვენ ვიცით, როგორ დავასრულოთ ლარის ვარდნა და როგორ დავასტაბილუროთ ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, როგორ შევუნარჩუნოთ ქართულ ბიზნესს და მასში მომუშავე ათასობით ადამიანებს სამუშაო ადგილები. ამიტომ მოგმართავთ ქართული ოცნების თავმჯდომარევ, ბიძინა ივანიშვილო - ნებისმიერ საჯარო ადგილას, ნებისმიერ ტელევიზიაში, თქვენ მართულ ტელევიზიებში, გამოდით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დემოკრატიას ვაშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.