logo
ENG



ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

02 აგვ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 

თეთრი სახლი ჩინეთს მოუწოდებს, არ დაუშვას ესკალაცია ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის გამო. თუმცა ოფიციალური პეკინი მკაცრი შედეგებით უკვე იმუქრება. ტაივანის მახლობლად ჩინეთი სამხედრო ოპერაციას იწყებს, რა დროსაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გამოცდის, რეგიონში შესვლა ყველა სამოქალაქო გემსა და თვითმფრინავს ეკრძალება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩავიდა. 


close დახურვა