logo
ENG



ნეპალში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

17 მაი 202018:38
3 წუთის საკითხავი
 
voazhmld89duxwn.jpg

 

ნეპალის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას Kathmandu post-ი აქვეყნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი 29 წლის ქალია, რომელმაც 6 მაისს იმშობიარა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ სოფელში დაბრუნდა, სადაც ქალს რესპირატორული სიმპტომები განუვითარდა, რის შემდეგაც ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ 29 წლის ქალი ქალაქ დულიხელის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამ მონაცემებით ნეპალში კორონავირუსის 292 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 


close დახურვა