logo
ENG



ნესტან ლონდარიძე: ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის დროს არაერთი მანკიერი მხარე გამოვლინდა

04 თებ 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

აქციის ფონზე მიმდინარეობდა ირაკლი შოთაძის გასაუბრება პროკურატურაში. ადგილზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი და შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის პერიოდში უწყებაში ბევრი ხარვეზი გამოვლინდა. ორგანიზაციის წევრებს საპროკურორო საბჭოს ობიექტურობის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ეს გასაუბრებები ფორმალურია.

„ირაკლი შოთაძეს არ აქვს უფლება უხელმძღვანელოს იმ პროკურატურას, სადაც მისი ხელმძღვანელობის დროს გამოვლინდა არაერთი მანკიერი მხარე. თუ პროკურატურას მოუწევს სამოხელეო დანაშაულზე მუშაობა, საინტერესოა რა პოზიცია ექნება იმ ირაკლი შოთაძეს, რომელიც მთავარ ფიგურად წარმოგვიდგენია სწორედ ამ სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით“, - აცხადებს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი ცქიტიშვილის განცხადებით, ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია.

„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ირაკლი შოთაძე, რომელიც უტყვი შემსრულებელია, როგორც აღმასრულებელი ისე მმართველი პარტიის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის, გაიზიარა პასუხისმგებლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ეს არის ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმე სადაც იყო მძიმე დარღვევები. საქმე უნდა გამოიძიოს ირაკლი შოთაძემ თუკი ის დაბრუნდება რაც აბსურდია“, - განაცხადა გიორგი ცქიტიშვილმა.

საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება დასრულებულია.


close დახურვა