ნიდერლანდებიდან საქართველოში სპეციალური რეისით 180 მოქალაქე დაბრუნდა. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ფრენა ავიაკომანია "ჯორჯიან ეარვეისმა" განახორციელა.
დაბრუნებული მოქალაქეები შემოწმებას ამ წუთებში გადიან. მოგვიანებით მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.