რეგიონების რეკონსტრუქციისთვისა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ნიდერლანდები უკრაინას 65 მილიონ ევროს გადასცემს.
დახმარების პაკეტი მოიცავს ჰოლანდიური კომპანიების ძალისხმევის დაფინანსებას რუსული ჯარების მიერ განადგურებულ ინფრასტრუქტურის აღდგენაში. აღნიშნული თანხა ასევე წავა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად.
ნიდერლანდები ასევე გამოყოფს მილიონ ევროს ცალკეული ქალაქების რეკონსტრუქციისთვის, როგორებიცაა ხერსონი, მიკოლაევი და ოდესა.
გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს, რომ საომარი მოქმედებების ტერიტორიებზე განაღმვისა და ასაფეთქებელი ობიექტების განადგურებისთვის 10 მილიონი ევრო გამოყოს. ნიდერლანდები ასევე გამოუყოფს 2,5 მილიონ ევროს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მაკროეკონომიკური რეფორმების, საჯარო მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად უკრაინაში, ამასთან 2 მილიონ ევროს - გაეროს ფონდს სექსუალური და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.