კარანტინის ფონზე ნიდერლანდებში ვინსენტ ვან გოგის ნახატი მოიპარეს. შემთხვევა ქალაქ ლარენის მუზეუმში მოხდა. მძარცველებმა შენობაში შესაღწევად ფანჯარა ჩაამტვრიეს. პოლიცია ადგილზე 15 წუთში მივიდა, თუმცა ნახატი უკვე მოპარული დახვდათ. გამომძიემბელი ამ დროისთვის უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს სწავლობენ. ვან გოგის ტილო სახელწოდებით " გაზაფხულის ბაღი" 1884 წლით თარიღდება. თავად მუზეუმი კი კორონავირუსის პანდემიის გამო 12 მარტიდან საზოგადოებისთვის დახურულია.