logo
ENG



ნიინისტე: თუ ფინეთი NATO-ში შევა, რუსეთმა შესაძლოა ახალი ბაზები შექმნას

01 მაი 202212:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/01/iqnd9xtonmu14ya.jpg

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე აცხადებს, რომ ფინეთის NATO-ში შესვლის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, აღმოსავლეთ საზღვრის გამაგრება დაიწყოს და ახალი ბაზები შექმნას.

ფინურ გამოცემა Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებების შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი საუბარი ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შემთხვევაში "სამხედრო შედეგებზე" იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საზღვრებთან და ბალტიის რეგიონში დაიწყებს სამხედრო დანაყოფების მობილიზებას.

მისი თქმით, ახლა აღმოსავლეთ საზღვართან, დაახლოებით 1 000 კილომეტრამდე ტერიტორია ვაკუუმშია, ვინაიდან ადგილზე არ არიან რუსი სამხედროები.

ამის გარდა, მან ისაუბრა ბალტიის ზღვის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც, მისი აზრით, რუსული ჯარების წარმომადგენლობა ასევე სავარაუდოა რომ გაიზრდება.

„ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ როცა აღმოსავლეთ საზღვართან არის ვაკუუმი დაახლოებით 1000 კილომეტრზე, სადაც სამხედროები არ არიან წარმოდგენილი, ჩვენ ნამდვილად ვიხილავთ რუსეთის შესაძლო გადაჯგუფებებს ან ახალი ბაზების შექმნას და ჯარისკაცებსა და შეიარაღებას ამ არეალში. ეს საკმაოდ მკაფიოა.

რაც შეეხება ბალტიის ზღვას, უნდა გვახსოვდეს რომ კალინინგრადი რუსეთის აზროვნებაში ერთ-ერთი მთავარია და ბალტიის ზღვაში მათი [სამხედრო] წარმომადგენლობა გაძლიერდება." - განაცხადა ნიინისტემ. 

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 17-18 მაისს სტოკჰოლმში მისი ვიზიტისას უფრო მკაფიო გახდება NATO-ში გაწევრიანებისადმი ფინეთისა და შვედეთის პოზიცია და გეგ,ა.

თავად პრეზიდენტი ემხრობა ალიანსის წევრობას და მიაჩნია, რომ NATO-ში შესვლის შემთხვევაში ფინეთს უსაფრთხოების სანდო გარანტიები ექნება.

ნიინისტემ განაცხადა, რომ ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დეკემბერში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვა კონკრეტული შეთანხმებები ფინეთისგან, რომ ალიანსს არ შეუერთდებოდა.

ფინეთის პრეზიდენტის აზრით, პუტინის ეს მოთხოვნა აჩვენებს, რომ რუსეთი ფინეთს, ისევე როგორც შვედეთს თავისი გავლენის სფეროდ აღიქვამს.

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ მაისში ისაუბრებენ.

 

close დახურვა