logo
ENG



ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა

17 თებ 202111:00
3 წუთის საკითხავი
 
ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობით სასამართლოს გუშინ მიმართა. უწყება მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. 

16 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ნიკა მელიას უკვე მეორედ, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს 88 ხმით, 2-ის წინააღმდეგ. ამით მათ პროკურატურას უფლება მისცეს სასამართლოს მიმართოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა