ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო.
სხდომაზე მხარეებს საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ, რაც ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა.
არსებით განხილვაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. პროკურატურა მათი მტკიცებულებების უტყუარობაზე მიუთითებს და ნიკა მელიას ბრალეულობაზე საუბრობს, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს. შემდეგი სხდომა 11 ნოემბერს ჩაინიშნა.