ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ 14:00 საათზე ვაჟა ფშაველას ძეგლთან მორიგი აქცია დააანონსა.
"მინდა დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ ორ საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მეტრო სადგურ ვაჟა ფშაველასთან, გაიმართება აქცია და ველოდებით, ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს, დიახაც დღეს იყო, კალკი, გადმოტანის მცდელობა, იმ ყველაფრისა რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების, წინააღმდეგ, არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ [...] დააკავეს 46 ადამიანი, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასიათასობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ყავს რეჟიმს, დროის საკითხია მხოლოდ, ამ რეჟიმის დამარცხება" - ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია სპეციალურ ბრიფინგზე.
დღეს სუს-ის შენობასთან აქციაზე ერთ საათში 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.