logo
ENG



სუს-ის შენობასთან აქციაზე ერთ საათში 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

10 ნოე 202112:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

სუს-ის შენობასთან აქციაზე ერთ საათში 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. 

შსს-ის განცხადებით, სუს-ის და ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან ჯამში 46 ადამიანია დაკავებული. 

უწყება აცხადებს, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

აღსანიშნავია, თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ. 

პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაკავების მიზეზებს არ უხსნიდნენ. მათ ხელს კიდებენ და პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამდნენ. ადამიანებს იმ დროსაც აკავებდნენ, როცა ისინი ჟურნალისტებთან კამერების წინ ლაპარაკობდნენ. 

სუს-ის შენობათან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. 


close დახურვა