logo
ENG



ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა

04 მარ 202409:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/j5z9eljptzl74dv.jpg

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაერო-ში ყოფილმა ელჩმა, სამხრეთ კოლონიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ გაიმარჯვა.

ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ნიკი ჰეილიმ ხმების 62.9% მოიპოვა, თავად ტრამპმა კი - 33.2%.

ნიკი ჰეილის კოლუმბიის ოლქიდან 19 დელეგატის ხმა ექნება. Reuters წერს, რომ ნიკი ჰეილი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი მოიგო.

როგორც ნიკი ჰეილის საარჩევნო შტაბის სპიკერმა განაცხადა, გასაკვირი არაა, რომ ვაშინგტონში რესპუბლიკელები უარყოფენ დონალდ ტრამპს და მის ქაოსს. რაც შეეხება თავად დონალდ ტრამპს, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიის ოლქში კენჭისყრისგან თავი განზრახ დაიჭირა შორს, რადგან მისი თქმით, "ეს არის ჭაობი დელეგატების მცირე რაოდენობით და უპირატესობის გარეშე".

დემოკრატების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად ჩატარებულ პირველად არჩევნებში ჯერჯერობით ყველგან აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

5 მარტს, სამშაბათს პირველადი არჩევნები ერთდროულად 15 შტატში ჩატარდება. დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზი ვაშინგტონში ივნისში გაიმართება. ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ ყრილობებზე კი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები ოფიციალურად დაასახელებენ პრეზიდენტობის კანდიდატებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.


close დახურვა