logo
ENG



ნინო ბურჯანაძე: მედია უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან, ისინი ფრონტის ხაზზე მუშაობენ

28 მარ 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმებს სთავაზობენ. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სავალუტო ინტერვენციები, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, საკმარისი არ არის.

მისი აზრით, ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა დროულად უნდა მოამზადოს სამოქმედო გეგმა, რათა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხები დროული მობილიზება მოხერხდეს. დროულად უნდა მიიღოს ქვეყანამ ანტიკრიზისული ბიუჯეტიც.

„მივესალმებით საბანკო სექტორის მიერ კრედიტებზე გამოცხადებულ სამთვიან მორატორიუმს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობა მხოლოდ კერძო სექტორის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს და მოკიდებული და საკრედიტო მორატორიუმი სახელმწიფოს დონეზე უნდა დარეგულირდეს. ეროვნული ბანკის რეგულაციები უკვე ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, აუცილებელია აღნიშნული მორატორიუმი მათაც შეეხოთ. 

გამოიყოს თვით დასაქმებულთათვის ყოველთვიური გრანტი, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. თანხა უნდა მოიცავდეს მათ მიერ წარმოდგენილი ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული საშუალო შემოსავლის 70%-ს. მცირე და საშუალო მეწარმეებს სასწრაფოდ უნდა მოეხსნათ ყველა ფორმის გადასახადი დღგ-ს გარდა, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. მედიასაშუალებები უნდა გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან, რადგან მათი თანამშრომლები ფრონტის ხაზზე მუშაობენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


close დახურვა