logo
ENG



ნინო ბურჯანაძე: ვეტერანების დასახმარებლად მთავრობას არაფერი გაუკეთებია

09 მაი 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

ფაშიზმის დღესთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძე ვაკის პარკში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ომის ვეტერანებს ყურადღება სათანადოდ მიაქციოს. 

ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვეტერანი ადამიანების დასახმარებლად არაფერი არ გაუკეთებია.

„მინდა მთავრობას მივმართო და მოვუწოდო, რომ ლაპარაკის ნაცვლად საქმეც გააკეთონ და იმ 370 ადამიანს, რომელიც ცოცხალი დარჩა, ღირსეულად აღუნიშნონ ეს დღე. სამწუხაროდ, მთავრობას არაფერი არ გაუკეთებია, რომ ამ ადამიანებს დახმარებოდა, საჩუქარი ან რაღაც ფულადი დახმარება გადაეცა, რომელიც ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ამ ადამიანებისთვის სერიოზული საჩუქარი მოამზადოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა. საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. 

 


close დახურვა