logo
ENG



ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს

10 დეკ 201920:29
3 წუთის საკითხავი
 
mh9qg73nrh809yt.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კრიტიკას პასუხობს.

როგორც ლომჯარია აცხადებს, ანგარიში, რომელიც ციხეებში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობას შეეხება, იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე კვირაა გადაეგზავნა და ის მალე საჯარო გახდება.

„ანგარიში, რომელიც ციხეში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობას, არაფორმალურ მმართველობას შეეხება, გადაგზავნილი გვაქვს რამდენიმე კვირაა, კომენტარებისთვის იუსტიციის სამინისტროში, თუმცა კომენტარები მათგან არ მიგვიღია. ანგარიში რამდენიმე დღეში საჯაროდაც გამოქვეყნდება, შესაბამისად, ეს არ არის მითები. ანგარიში დაფუძნებულია კონკრეტულ გარემოებებზე. საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რის საფუძველზე გაკეთდა ანგარიში. რაც შეეხება სახალხო დამცველის ვიზიტებს, ჩვენ ციხეში არსებულ მდგომარეობას ორი სხვადასხვა დეპარტამენტის საშუალებით ვსწავლობთ. ჩვენ წლის განმავლობაში, 400-ზე მეტი ვიზიტი გვქონდა და 100-ზე მეტი პატიმარი მოვინახულეთ“, - აცხადებს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს ანგარიშში გაკეთებული აქცენტები დაუწუნა და აღნიშნა, რომ რეალური პრობლემების ნაცვლად, ანგარიშში ლეგენდებია ასახული.

 


close დახურვა