logo
ENG



ნიორი ვერ გაყიდეს - სახელმწიფო აუდიტი

19 ოქტ 201916:15
3 წუთის საკითხავი
 
0pr95y9my2w0xc6.jpg

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი გამოაქვეყნა.

როგორც გაირკვა, ხარვეზებია თითქმის ყველა სფეროში. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ნაშთი 681,972 ლარით უზუსტოდ, გაზრდილად არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი, დოკუმენტების მიხედვით, ნივრის მოსავლის გაყიდვა გახდა.

"მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამით განისაზღვრა 48,000 კგ "ლუბაშას" ჯიშის ნივრის სარგავი მასალის შესყიდვა. შესყიდვას ახორციელებდა ააიპ აგროპროექტების მართვის ცენტრი. ტენდერში ერთი პრეტენდენტის პირობებში გაიმარჯვა შპს "ქართულმა მოცვმა“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გამარჯვებულმა "ქართულმა მოცვმა" პროცესის დასასრულს აღმოაჩინა, რომ საქართველოში ნიორზე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობდა. შესაბამისად, 48 ტონა ნივრის ბედი გაურკვეველია.

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორი აჭარისთვის ადრეც პრობლემური იყო. 2017 წელსაც 48 ტონა სათესლე მასალა შეიძინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ხარვეზების გამო ტენდერის შეწყვეტა გახდა საჭირო.

 


close დახურვა