logo
ENG



ნიუ-იორკის გუბერნატორი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, გადადგა

10 აგვ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო გადადგა. ამასთან, კუომომ მის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის გამოძიებას "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა.

ნიუ-იორკის შტატის გამოძიების თანახმად, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა, კუომომ რამდენიმე ქალი სექსუალურად შეავიწროვა და დაარღვია შტატის კანონები. ნიუ-იორკის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა, ბრალდებები არაერთხელ უარყო, თუმცა დღეს ბოდიში მოიხადა იმ ქალების წინაშე, "რომლებსაც გულწრფელად აწყენინა".

გამოძიების შედეგების გასაჯაროების შემდეგ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდა.

კუომო ოფიციალურად პოსტს 14 დღეში დატოვებს. 2022 წლის არჩევნებამდე, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-გუბერნატორი, კეთი ჰოკული იქნება.

 


close დახურვა