პრესტიჟული პრემიის ლაურეატები დღეს ქიმიის დარგში გამოავლინეს. ამერიკელ, ბრიტანელ და იაპონელ მეცნიერებს ჯილდო ლითიუმის იონიზირებული ბატარეების შექმნისთვის გადასცეს. ეს ბატარეები იმუხტება და გამოიყენება როგორც მობილური ტელეფონებისთვის, ისე - ლეპტოპებისა და ელექტრომანქანებისთვის.
ნობელიატებს შორის უხუცესი 97 წლისაა. ის ყველაზე ასაკოვანი ქიმიკოსია, რომელიც ნობელის ლაურეატი გახდა. ნობელის კომიტეტში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების გამოგონებამ დღევანდელი სამყარო მოძრავი გახადა.