logo
ENG



ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმეზე შსს-მ ერთი ადამიანი დააკავა

14 ივლ 202309:23
3 წუთის საკითხავი
 

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

ამასთან, თავად ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გუშინ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს და დაზარალებულად ცნეს. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი დღეს ჩვენების მისაცემად მთავარ სამმართველოში მივა და საქმის მასალებს გაეცნობა. 

"ჩემი პროტესტის შემდეგ დამიკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მითხრეს, რომ მცნობდნენ დაზარალებულად და მომანიჭეს ეს სტატუსი. ვიყავი საგამოძიებო უწყებაში მისული. გამომძიებელთან საუბრის დროს გავარკვიე, რომ მხილებულია პირი, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული პოლიციის მტკიცებით, თუმცა არ მეუბნებიან ვინ არის, რა ინტერესი ჰქონდა, აქვს თუ არა კრიმინალური წარსული. [...] ფაქტია, რომ ავტომობილიდან წაღებულია მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად", - განაცხადა ნოდარ მელაძემ ფორმულასთან საუბრისას. 

გუშინ, 13 ივლისს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ მისი მანქანიდან სამსახურეობრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. სოციალურ ქსელში მან მანქანის ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს "დაშინება ძარცვის იმიტაცია" იყო.


close დახურვა