„სირცხვილიას" აქტივისტი ხელისუფლების მხრიდან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. ნოდარ რუხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის რეგიონებიდან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები უკავშირდებიან და ხელისუფლების მხრიდან არსებულ უპრეცედენტო ზეწოლაზე საუბრობენ.
„სამსახურიდან გათავისუფლების მუქარითა და დაშინებით, საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ თბილისში, 14 დეკემბერს წინასწარ დაორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ჩამოსვლას. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტთან. არ შეგეშინდეთ და ნუ დაწერთ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილებს. არავის, არასოდეს აქვს უფლება დაგემუქროთ და გაიძულოთ ქმედება, რომელიც თქვენს ნებას ეწინააღმდეგება", - წერს აქტივისტი.