ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, სახელწიფო ბიუჯეტი მოქალაქეების ნაცვლად ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ნონიაშვილმა კონკრეტულ მაგალითზე ისაუბრა და თქვა, რომ ღარიბაშვილთან დაახლოვებული პირების კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან 120 მილიონი ლარი მიიღო.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია წლიდან წლამდე ტენდერებს იგებს, გამარტივებულ შესყიდვებში კი 6 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული.
" მინდა ყველას შევახსენო თავად ღარიბაშვილი და მისი ოჯახი როგორ არის კორუფციულ აღებ-მიცემაში ჩართული. ამის ნათელი მაგალითი არის შპს "სერპანტინი", რომელმაც 2012 წლიდან დღემდე 120 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფოსგან. ეს შპს არის ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის და მასთან დაახლოვებული ადამიანის გიორგი ზედელაშვილი დედის, თამარ ჯანყარაშვილის, რომელიც ამავდროულად არის ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავი. ეს კომპანია წლიდან წლამდე იგებს ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებში 6 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული",- ამბობს ნონიაშვილი.