logo
ENG



ნონიაშვილი: ხელისუფლება ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს წლებია, არაეფექტიანად ხარჯავს

24 აგვ 202113:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/24/gah6ybdjtsta05q.jpeg

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს წლებია, ხარჯავს ისე, რომ მოქალაქეებისთვის სოციალური და ეკონომიური კუთხით არაფერი იცვლება. 

ნონიაშვილი, რომელიც ამავდროულად ჩუღურეთის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატია, ამბობს, რომ გაფლანგული ფული ხშირად კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. 

კორუფციის და სახელმწიფო სახსრების ფლანგვის საიულსტრაციოდ მან რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითი მოიყვანა: 

  • მალთაყვის სანაპიროს უფუნქციო ზოლზე ფოთის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.
  • სოფელ ქვილიშორში წყლის სისტემის სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა (52 500ლ.) - ჩამოინგრა წყლის საწნევო კოშკი. მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ სამუშაოები ჩაიბარა და ხელახლა აპირებს ფულის დახარჯვას.
  • ზუგდიდის ყინულის მოედნის ორჯერ მშენებლობასა და დემონტაჟზე მთავრობამ 8 მლნ დახარჯა.
  • ახალციხის მერიამ 200 000 ლარი დახარჯა უსახლკარო მოქალაქეების ღამის გასათევი თავშესაფრის მოსაწყობად. მას შემდეგ შენობა დაკეტილია.
  • ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა მისი ბრძანებით გარემონტებული ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივ ბიუჯეტს 449,999 ლარი დაუჯდა. შენობა ამორტიზებული გახდა რემონტიდან მალევე.

"ხშირად, მუნიციპალიტეტების მიერ გაფლანგული ხარჯები ეკონომიკური და სოციალური ეფექტის არ მქონე პროექტებში აღემატება სოციალური, ვეტერანთა, შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა სოც. დაცვის, დევნილთა მხარდაჭრისა და სოციალური საცხოვრისის პროგრამის ჯამურ ხარჯებს". - ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 


close დახურვა