logo
ENG



ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა 

08 ივნ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/fviaydgl3hdxk1f.jpg
(Yasuyoshi Chiba/AFP/Getty Images)

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა, რათა დაეხმაროს უკრაინას "გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს".

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა თქვა, რომ "უკრაინის ომის განვითარება ახლა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია უფრო მძიმე არტილერიისა და იარაღის სისტემების მიწოდება".

განცხადებაში წერია, რომ ნორვეგიის არმიამ, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეიდან ახალი არტილერიის მარაგი მიიღო, უკრაინას M109 საარტილერიო თოფები გადასცა, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედების იარაღია.

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იარაღი გადაეცა აღჭურვილობასთან, სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად.

უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტიპის სისტემის გამოყენების გამოცდილება უკვე აქვთ. 

გრამმა ნორვეგიის ამ დახმარებას "მნიშვნელოვანი წვლილი" უწოდა , რომელსაც "უკრაინა ძალიან ითხოვს".

"ნორვეგიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო დაელოდა დახმარების საჯაროდ გამოცხადებას. მომავალში დამატებითი დახმარებების შესახებ კი ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ".- ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და გერმანია არიან იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც ასევე მიაწოდეს უკრაინას ჰაუბიცების მარაგი.


close დახურვა