logo
ENG



ნორვეგია უკრაინას 71 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

15 აგვ 202301:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/15/wqlfmc6q85isgxy.png

ნორვეგია უკრაინას 71 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

თავდაცვის სისტემების გადაცემა უკრაინისთვის შექმნილი საერთაშორისო ფონდის დახმარებით მოხდება, რომელმაც თავის მხრივ ნორვეგიულ კომპანია კონსბერგთან (Kongsberg) ხელშეკრულება გააფორმა.

უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცემა CORTEX Typhon-ის რამდენიმე სისტემა, რომელსაც შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება, ასევე მათი მწყობრიდან გამოყვანა.

"ეს კონტრაქტი უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაზრდას, ასევე დაეხმარება მოსახლეობის დაცვაში საჰაერო იერიშებისგან", - განაცხადა კონტრაქტორი კომპანიის პრეზიდენტმა ეირიკ ლიმ.

*საერთაშორისო ფონდი უკრაინისთვის დიდი ბრიტანეთის და პარტნიორების ეგიდით შეიქმნა, რათა ომში მყოფი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების შეძენა და მისი სწრაფი გადაზიდვა მოხდეს.


close დახურვა