logo
ENG



ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - დღეს შსს-სთან საპროტესტო აქცია გაიმართება

22 ივლ 202015:28
3 წუთის საკითხავი
 
7jed2zrep54lpbb.jpg

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ სახელწოდებით დღეს, 21:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეა".

"ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები", - ნათქვამია აქციის აღწერაში.


close დახურვა