logo
ENG



ოდესაზე საჰაერო თავდასხმა ისევ განხორციელდა

04 აპრ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/cb6fl65y8hege9w.jpg

ღამით, უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმა ისევ განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ავრცელებს.

"ოდესის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, ერთი მათგანი ობიექტს მოხვდა. დამატებითი ინფორმაციას ვაზუსტებთ." - განაცხადა ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის ობიექტი "კრიტიკული ინფრასტრუქტურა", ნავთობის საცავი იყო. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოდესა შედარებით მშვიდი ადგილია. ის იქცა თავშესაფრად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმ ქალაქებიდან გაიქცნენ, სადაც რუსები გენოციდს აწყობენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ოდესის საწვავის საცავს თავს რუსეთი დაესხა. 


close დახურვა