logo
ENG



ოდესაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

01 ივლ 202214:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/01/z7pg23qi9jaoedd.jpg

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ოდესაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

უკრაინის სამხრეთით მდებარე ოდესის ოლქში, სოფელ სერგიივკაში სამი რუსული რაკეტა ცხრასართულიან შენობას და ორ რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია, 38 ადამიანი კი დაშავებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ევგენი იენინის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დასასვენებელი ცენტრის ტერიტორიაზე შესაძლოა კიდევ ორი ადამიანი იყოს.

"ჩვენ არ ველით, რომ ვინმეს ცოცხალს ვიპოვით, მაგრამ არის შანსი," - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.


close დახურვა