ოდესაში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა, ასევე დაიჭრა კიდევ ერთი ბავშვი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას სამხრეთის სადესანტო მოიერიშე პოლკის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, 2 მაისს, დაბომბვისას სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია რელიგიური დაწესებულებაც.
"საცხოვრებელი შენობა მდებარეობს უშუალოდ რელიგიური დაწესებულების გვერდით, სადაც აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის ფანჯრები და ნაწილები - სახურავი და რამდენიმე კედელი", - აცხადებენ პრესცენტრში.